logo
ENG



ზელენსკი: ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი ჯარი გაიმარჯვებს ოკუპანტებზე

28 მაი 202223:09
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებისგან მომავალ კვირას "კარგ ამბებს" ელის, იმის შესახებ, რომ ქვეყანა უზრუნველყონ ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად.

ამასთან, ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვაში მსოფლიოს მოუწოდა ოფიციალურად აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

"ყოველდღიურად ვმუშაობთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს არის უპირველეს ყოვლისა იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ჯარი ტექნოლოგიურად და ძალით გაიმარჯვებს ოკუპანტებზე. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორებზე. მათ მზადყოფნაზე, უკრაინას მიაწოდონ ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად. და მომავალ კვირას ველოდები კარგ ამბებს", - ამბობს ზელენსკი.

 


close დახურვა