logo
ENG



ზელენსკი: ხერსონის რეგიონში 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი უკვე აღვადგინეთ

12 ნოე 202223:19
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ხერსონის რეგიონში 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი უკვე აღვადგინეთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი უკვე აღადგინეს.

ზელენსკის თქმით, ძალიან დიდი ტერიტორია დეოკუპირებულ რეგიონში არის დანაღმული. მისივე განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონის დატოვების დროს ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, რაც ელექტროენერგიას, წყლის მიწოდებასა და გაზიფიკაციას ითვალისწინებს.

"დღევანდელი საღამოს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში უკვე 60-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარეს. უკვე ამოღებულია თითქმის 2 000 ასაფეთქებელი მოწყობილობა. რაშისტებს ყველგან ერთი იზანი აქვთ - მაქსიმალურად დასცინონ და აწვალონ ადამიანები. მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. დამიჯერეთ. თუმცა ამისთვის დროა საჭირო, მაგრამ ყველამ იცის, რომ შედეგი იქნება ჩვენი, უკრაინული", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხერსონის მოსახლეობას მოუწოდა, რომ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, ასევე არ შევიდნენ მიტოვებულ სახლებში, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ნაღმები და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები დატოვეს.


close დახურვა