logo
ENG



ზელენსკი აშშ-ს დახმარებაზე: ის გადაარჩენს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველებს

21 აპრ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი აშშ-ს დახმარებაზე: ის გადაარჩენს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მიერ მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტს მადლობით ეხმაურება და ამბობს, რომ ის გადაარჩენს "დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველების სიცოცხლეს"

"მადლობელი ვარ ამერიკელი ხალხის და მთავრობის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ეს დახმარება დღეს იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე! ის გადაარჩენს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველების სიცოცხლეს და დაგვაახლოებს მშვიდობის აღდგენასთან", - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე ისაუბრა. კერძოდ, ეს გულისხმობს დამატებით $800 მილიონის ოდენობის სამხედრო დახმარებას. 

მისივე თქმით, საბრძოლო მასალის გარდა ახალ პაკეტში იქნება მძიმე არტილერია და დრონები.

"დღეს დამატებით $800 მილიონის დახმარების პაკეტს ვაწერ ხელს. ამაში შედის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის იქნება განკუთვნილი. მათ შორის, ტექნიკური დრონები. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ რეკორდული სისწრაფით გავაგზავნეთ შეიარაღება უკრაინაში, მათ შორის, NATO-სთან თავსებადი სხვადასხვა ტიპის  შეიარაღება", - თქვა ბაიდენმა.

 


close დახურვა