logo
ENG



ზელენსკი დანიაში ჩავიდა

10 ნოე 202616:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/10/5dvsry7fo01g4nx.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მისი თქმით გუნდთან ერთად შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან, დანიის პარლამენტარებთან და თავდაცვის სფეროში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

ზელენსკის ცნობით, ასევე დაგეგმილია აუდიენცია მეფე ფრედერიკ X-თან და ცალკე შეხვედრა დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ისლანდიისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯები გადაიდგმება - დანია უკრაინას თავდაცვის სფეროში მძლავრ დახმარების პაკეტს გადასცემს. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის!

დანია უკრაინის გვერდით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან დგას და კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად. ის ასევე ლიდერობს სხვადასხვა ფორმატში, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

მადლობას ვუხდით დანიის ხალხსა და მთავრობას ურყევი მხარდაჭერისა და კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც გვეხმარება, მტკიცედ ვიდგეთ", - წერს ზელენსკი.


close დახურვა