უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრს გამოეხმაურა და განმარტა, რომ დღეს დილით სხვადასხვა ლოკაციაზე საომარი შეტაკებების გამო ვერ მოახერხა მასთან საუბარი.
იტალიის პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო ზარი ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ზელესნკი ხელმისაწვდომი არ იყო.
"დღეს დილის 10:30-ზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის შესასვლელებთან მძიმე შეტაკებები იყო. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი შევცვალო, რათა პრემიერმინისტრ მარიო დრაგის კონკრეტულ დროს ვესაუბრო. ამ დროს, უკრაინა აგრძელებს მისი ხალხისთვის ბრძოლას", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.
Today at 10:30 am at the entrances to Chernihiv, Hostomel and Melitopol there were heavy fighting. People died. Next time I'll try to move the war schedule to talk to #MarioDraghi at a specific time. Meanwhile, Ukraine continues to fight for its people.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022