logo
ENG



ზელენსკი უკრაინის გამარჯვებასა და ცვლილებებზე რეგიონში

28 აგვ 202320:01
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის გამარჯვება საქართველოს დეოკუპაციაში დაეხმარება - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი და ხაზს უსვამს, "ეს არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოხდება". ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის გამარჯვება შექმნის დემოკრატიას და საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ოცნება გაღიზიანებას ვერ მალავს - საქმე ისაა, რომ ივანიშვილის გუნდს უკრაინის პრეზიდენტის მიერ დემოკრატიის ხსენება არ მოეწონა. ხელისუფლება, რომელსაც მედვედევის მუქარაზე რბილი რეაქცია აქვს, ზელენსკის განცხადებას უწოდებს არაკორექტულს. 

 


close დახურვა