logo
ENG



ზელენსკი G7-ს: მე და თქვენ შეგვიძლია, რომ 2023 წელი რუსული აგრესიის დასასრულის წელი იყოს

25 თებ 202316:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/0cou7q7i1fvtm65.jpeg

უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი 7-ის სამიტს დისტანციურად ჩაერთო.

ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ერთი წელი გაუძლო და საკუთარი ტერიტორიების ოკუპანტებისგან გათავისუფლება დაიწყო.

პრეზიდენტი ამბობს, რომ არ უნდა დაიშურონ ყველა ძალ-ღონე, რათა 2023 წელს აგრესია დამარცხდეს და უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს.

"ერთი წელი გავუძელით. რუსული ბოროტებისგან ჩვენი მიწის გათავისუფლება დავიწყეთ. ჩვენ ვემხობით უსაფრთხოების დაბრუნებას საერთაშორისო ურთიერთობებში. მე და თქვენ შეგვიძლია, რომ 2023 წელი იყოს რუსული აგრესიის დასასრულის წელი, მშვიდობის დაბრუნების წელი, ჩვენი ტერიტორიების და ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების წელი", - მიმართა ზელენსკიმ დიდი 7-ის ლიდერებს.

მან ქვეყნებს სოლიდარობისთვის, ერთიანობისთვის და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


close დახურვა