logo
ENG



ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა

04 დეკ 201917:01
3 წუთის საკითხავი
 
awosf37n2atwnvh.jpg

გერმანიის პასუხი რუსეთს - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო ორი რუსი დიპლომატი გერმანიის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად რუსული მხარე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა. საპროტესტო ნოტა ჰაიკო მაასის უწყებაში დღეს პირადად რუსეთის ელჩს გადასცეს. პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული დიპლომატები რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან და საელჩოში მუშაობდნენ. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო უწყებაში არამეგობრული და უსაფუძვლო უწოდეს და ოფიციალურ ბერლინს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრნენ. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. დამნაშავე დაკავებულია, გერმანული მხარე კი ვარაუდობს, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურის ორგანიზებულია. დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანიც. დიმიტრი პესკოვის თქმით ბერლინის ბრალდებები უსაფუძვლოა და გავლენას არ მოახდენს ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, რომელიც 9 დეკემბერს ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში გაიმართება.

 


close დახურვა