logo
ENG



ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო 5 თვით მუშაობას აჩერებენ

31 ოქტ 202416:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/31/8m02rq30a9bs1l8.jpg

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება.

ორივე საწარმოში 100%-იანი წილის მფლობელი "ჯორჯიან მანგანეზი“ კომენტარს არ აკეთებს. როგორც "ბათუმელებმა" გაარკვია, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს მაღაროელის თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას. დასაქმებულებს კი საშუალება ექნებოდათ ხელფასის 60% მიეღოთ.

დასაქმებული, ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ კომპანიის მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები აქვთ. "ბათუმელების" ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან სრულად ჩერდება ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყველა ღუმელი.


close დახურვა