logo
ENG



ზესტაფონში პოლიციელს მანქანა დაეჯახა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

30 ნოე 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
m435te3dhdlxrbk.jpg

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის მანქანიდან გადადიოდა. 

სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა