უკრაინის დედაქალაქის მერს მსოფლიო მის პოლიტიკაში მოსვლამდე იცნობდა, ახლა ის კიევის რიგითი მცველია. იცნობდნენ ზელენსკისაც, ოღონდ იმ მასშტაბით არა, როგორც კლიჩკოს. არავინ იცნობდა მიკოლაევის გუბერნატორს, ვიტალი კიმს, შმიგალს, პოდოლიაკს, რეზნიკოვს, არახამიას, არსეტოვიჩს, სტეფანჩუკს - ახლა მათ მსოფლიო იცნობს, ახლა მათი პრეზიდენტი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გაზეთებისა და ჟურნალების გარეკანზეა, ახლა მათი პრეზიდენტი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი და ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვეული. და იცით რატომ? უკრაინელი ხალხი პრეზიდენტთან ერთად პუტინს მხოლოდ ცაში, ხმელეთსა და ზღვაზე კი არა, ვირტუალურ სამყაროში ებრძვის - ებრძვის და ამარცხებს.
ზე-იარაღი ზელენსკი - დროება
20 მარ 202221:34
3 წუთის საკითხავი