„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა. ინფორმაციას რადიო „თავისუფლება" ავრცელებს. მან 9-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. გირაოს ქვეშ მყოფმა კუპრავამ სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. გირაოს პირობების დარღვევის გამო, კუპრავას 21 თებერვალს ზვიად კუპრავას 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.