logo
ENG



ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

05 ნოე 202023:07
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გათავისუფლებულია.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ შეუერთდება.

"ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. რამდენს დაგვიჭერენ? ივანიშვილო რამდენს დაიჭერ? რამდენს დაიჭერ შენი დებილი გომელაურის მეშვეობით? ვერავის ვერ დაიჭერენ, ვერავის შეეხებიან, იმიტომ რომ ხალხის ნებისმიერი დაკავება არის ხალხის ნების წინააღმდეგ მიმართული აქტი. აქედან მივდივარ ისევ საოლქოში", - განაცხადა კუპრავამ.

ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს. კუპრავა მოქალაქეებთან ერთად არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა და შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.

საბურთალოს გარდა, დღეს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს ქუთაისის, ისნის და მთაწმინდის საოლქო კომისიებთან. დემონსტრანტების მოთხოვნა იგივე იყო: ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრების განხილვა და შედეგების ხელახალი გადათვლა.

ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არიან შეკრებილი.


close დახურვა