logo
ENG



ზონდერები არიან ენმ და მისი ლიდერები - კალაძე ცოლის ძმის კავშირს სპორტსმენებთან უარყოფს

20 აგვ 202008:35
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულანიუსის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კახა კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე მკლავმჭიდელებს ხვდება და ე.წ. ზონდერ-ჯგუფების ჩამოყალიბებას ცდილობს, თბილისის მერი ეხმაურება.

კახა კალაძე ინფორმაციას უარყოფს და თითს ნაციონალური მოძრაობისკერ იშვერს. მისი თქმით, ქართულ ოცნებას არჩევნებში სპორტსმენების ჩართვა არ სჭირდება.

"ზონდერი, ნაციონალებზე მეუბნებით თუ ვისზე მესაუბრებით? ქართულ ოცნებას არანაირი კავშირიში არ აქვს ზონდერ-ჯგუფებთან. ზონდერ-ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერები", - ამბობს კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ ფორმულასთან თავად გიორგი არეშიძე მკლავჭიდელებთან შეხვედრას ადასტურებს და აცხადებს, რომ შეხვედრა მხოლოდ მეგობრული ხასიათის იყო.


close დახურვა