logo
ENG



ზონდერები აქტივისტების წინააღმდეგ - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოცნების დღეები დათვლილია

05 დეკ 201908:14
3 წუთის საკითხავი
 
u6kf8bmg7ql85zm.jpg

მმართველი გუნდი საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად ყველანაირ მეთოდს იყენებს. კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ მშვიდობიან აქტივისტებს წყლის ჭავლის მანქანა, კონტრაქციები და ახლა უკვე დაქირავებული ზონდერები დაუპირისპირა. საქმეში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები არიან ჩართული. მიუხედავად ამისა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უკან დახევას არ აპირებენ. მოუწევს თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ ივანიშვილს დათმობაზე წასვლა - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" დღეები დათვლილია. 

„ხელისუფლება აგებს - ეს არის ფორმულა. თუ ხარ ხელისუფალი და გინდა, რომ ქუჩაში გქონდეს ძალა, ეს ნიშნავს იმას, რომ გაკოტრებული ხარ. ივანიშვილი აუტსაიდერი. გამოიყვანა მთელი თავის ნომენკლატურა. ასეთი არასერიოზული მიდგომებით, ის სულ უფრო იმცირებს, ამ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "ფორმულასთან" საუბარში. 

სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ბერძენიშვილის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს.  

„მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ აჩვენონ თითქოს მოქალაქეები უპირისპირდებიან ერთმანეთს და თითქოს ორი ლეგიტიმური ძალა რაღაცაზე ვერ შეთანხმდა. მაგრამ არავინ არ ყიდულობს ამას. გონიერების ფარგლებში უნდა მიხვდნენ, რომ ეს სტრატეგია მათ უფრო სამარცხვინოს აჩენს“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა