ჩვენს საარსებო გარემოში შავი გაგების და ე.წ. კაი ბიჭების როლური მოდელი თუ ჯერ არ ბატონობს, ნაბიჯ-ნაბიჯ ძველ მიმზიდველობას იბრუნებს. ამ მანკიერი წრიდან ვერც ჯერჯერობით სუსტი სამართლებრივი სახელმწიფოს გამოცდილებამ გამოგვიყვანა, რადგან ისინი, ვინც ქვეყნის პირველ პირებად გვევლინებიან, თავად ეწევიან ძალადობის პროპაგანდას მაღალი ტრიბუნებიდან.
ძალადობის ინდუსტრიას პოლიტიკური სისტემა და მისი მთავარი მოთამაშეები თავად აყალიბებენ და ახალისებენ. თვით ტერმინი ზონდერჯგუფები ქართული პოლიტიკური რეალობის განუყოფელი ნაწილია. რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს და რა ხდება მათ ცხოვრებაში - ნამდვილ ცხოვრებაში და არა სოციალურ ქსელებში, რომლების მიღმა მშობლების ნაწილი არც იხედება.
"დროება" მოგვითხრობს დამალულ საფრთხეზე, რომლის წინაშეც კიდევ ერთი ახალგაზრდა თაობა აღმოჩნდა.