logo
ENG



ზოსიმე შიოშვილი აბსურდულს უწოდებს მისი ყოფილი სტუდენტების ბრალდებას

06 ნოე 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
c4h5sjbm47zhz9d.jpg

სექსუალური ძალადობა ეკლესიაში - სკანდალური ბრალდებების ავტორები დღეს მეუფემ თავად დაადანაშაულა. ზოსიმე შიოშვილი აბსურდულს უწოდებს მისი ყოფილი სტუდენტების ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის სასულიერო აკადემიაში ახალგაზრდებს სექსუალურად ავიწროებდა. ის ამბობს, რომ მისი მამხილებლები აკადემიაშივე ანტიეკლესიურ საქმიანობას ეწეოდნენ.

მამა გიორგი სხილაძე აკადემიის ყოფილი სტუდენტების დაკითხვას ითხოვს და სკანდალური ფაქტების გასაჯაროებას აპირებს. სხილაძის მტკიცებით, მეუფე ზოსიმე 17-18 წლის ბიჭებს სექსუალურად ავიწროებდა და ზოგიერთ მათგანთან სექსუალურ ურთიერთობასაც ამყარებდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ პატრიარქი ილია მეორე საქმის კურსში იყო და მეტიც - მოძალადეებს მფარველობდა.

სკანდალური წერილის ავტორი ახლა სტრასბურგში იმყოფება და მედიასთან საუბარი არ სურს. მის ნაცვლად სასულიერო სემინარიის მაშინდელი სტუდენტი მამა გიორგი სხილაძე იხსენებს მომხდარს. ის ერთ-ერთია იმ 4 სტუდენტიდან, რომლებმაც, მისივე თქმით, მეუფე ზოსიმე 30 წლის წინ სტუდენტების სექსუალურ შევიწროებაში სვეტიცხოვლის რეზიდენციაში ამხილეს და თანამდებობიდან წასვლის განცხადება დააწერინეს. მეუფე ზოსიმეს ხელწერილი ფეისბუქზე პირველად სწორედ მამა გიორგი სხილაძემ გამოაქვეყნა. 

სავარაუდოდ, სწორედ 1988 წლის ამბები იქნება სინოდის მომდევნო სხდომის მთავარი თემა. თუმცა  ამ დრომდე უცნობია, როდის შეიკრიბება 47 მღვდელმთავარი.

 

 


close დახურვა