ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ერთსართულიან სახლში შემთხვევის დროს ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ახლობლები და მეზობლები დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ითხოვენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.