logo
ENG



ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს

23 აგვ 202614:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/23/bewhgtlx37jc1pz.png

ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან.

ცხედრები მეზობლებმა აღმოაჩინეს. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა