ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე "ფოლქსვაგენის" მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელიც, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის აღძრული, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.