ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მათგანი კონტაქტურ მდგომარეობაში იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე ამბობენ, რომ სავარაუდოდ, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მყოფ ავტომობილში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ზუსტდება.
