ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი ჩამოინგრა.
დევნილები ყოფილი საკონსერვო ქარხნის შენობაში ცხოვრობდნენ.
ნანგრევებში მოჰყვა 10 წლის ბავშვი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, ნგრევა იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა აღდგენას ვერ დაექვემდებარება.
როგორც დევნილები ამბობენ, შენობის შეცვლის მოთხოვნით გამგეობას მათ არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. შენობაში 5 ოჯახი ცხოვრობდა.