logo
ENG



ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის კაცი დაიღუპა

27 სექ 202318:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/n1m3iiblu89jkd6.jpg

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. უბედური შემთხვევისას, კაცი მდინარეში დენით თევზაობდა. 

კაცის ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 


close დახურვა