logo
ENG



ზუგდიდში კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა

23 ოქტ 202012:51
3 წუთის საკითხავი
clock 1744

ზუგდიდში კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხა წაიღო და მანქანით მიიმალა.

მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა, სოფელ ახალსოფელში, უჩაშონას უბანში იპოვნეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


close დახურვა