ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქე მანქანით უშლაგბაუმო ლიანდაგზე გადადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.