logo
ENG



ზუგდიდში მოქალაქე პოლიციელს თავისი ძმის ხელკეტით ცემაში ადანაშაულებს

27 ოქტ 202019:28
3 წუთის საკითხავი
clock 1560
8pjta3hc4wzns53.png

ზუგდიდში მოქალაქე  ირაკლი სიჭინავა მოქმედ პოლიციელს კობა გუჯეჯიანს თავისი ძმის, გელა სიჭინავას ცემაში ადანაშაულებს. როგორც ირაკლი სიჭინავამ ფორმულას განუცხადა, გელა სიჭინავა მამამისს გამოესარჩლა, რა დროსაც ის გუჯეჯიანმა ხელკეტით სცემა.

ირაკლი სიჭინავას თქმით, მამამისი ავტომანქანების შემკეთებელ სახელოსნოში მუშაობს. სიჭინავა აღნიშნავს, რომ სწორედ იქ მივიდა გუჯეჯიანი ნათესავთან ერთად და მამამისს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ნათესავის საქმეს არჩევდა მამაჩემთან ქურდულად გუჯეჯიანი, პოლიციელი არჩევდა ქურდულად, წარმოგიდგენიათ? ვითარებაში გასარკვევად ჩემი ძმა გამოვიდა. მოულოდნელად კობა გუჯეჯიანმა ხელკეტი დაარტყა და სცემა. პატრული 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა. საქმის მიჩუმათება უნდოდათ, მაგრამ ამბავი ავტეხეთ და არ გამოუვიდათ. 8 ნაკერი ადევს ჩემს ძმას და ცხვირი აქვს გატეხილი", - განაცხადა ირაკლი სიჭინავამ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ  მოქალაქე ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო გელა სიჭინავა დაზარალებულად იქნა ცნობილი. 


close დახურვა