logo
ENG



ზუკა ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, ყველა ეტაპზე უნდა ვუყიჟინოთ ივანიშვილს, რომ ჭკუით იყოს

13 ნოე 201921:33
3 წუთის საკითხავი
 
lmtv394xbwpoh5c.png

მოძრაობა „ხალხის სამსახურის" წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველმა გუნდმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას მიიღებს.

„აქცია დამთავრდა, ვიკრიბებით ხვალ 12:00 საათზე პარლამენტთან და იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, მიიტაცოს ჩვენი ქვეყნის ისტორიული მონაპოვარი, რომელიც ძალიან გვჭირდება, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ამ ქვეყნის ხელისუფლის როლში ყოფნას. ივანიშვილისგან არაფერია გამორიცხული. მე მაქვს მოლოდინი, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება, მაგრამ არც ჩაგდებას გამოვრიცხავ. როგორც ჩანს, ყველა ეტაპზე უნდა ვუყიჟინოთ, რომ ჭკუით იყოს. ყველა ეტაპზე ივანიშვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვაიდა ხელი წაუცდეს ისტორიული დანაშაულისკენ, ამ შემთხვევაში რა ბედი ელის მას. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმებით, მაგრამ სრული დაუმორჩილებლობა," - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ ცვლილებისთვის - საპარლამენტო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან პროპორციულ მოდელზე. საკითხის კენჭისყრა გადაიდო და ის ხვალ, 14 ნოემბერს შედგება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დროს წელავს და სურს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდოს. ეს ეჭვები კი გამოიწვია მმართველი გუნდის რამოდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებამ, რომლებმაც 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და იმ შემთხვევაში თუ პარტიაში აზრის შეცვლას აიძულებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებენ.


close დახურვა