logo
ENG



ზურაბიშვილის აზრით სტატუსის მისაღწევად უნდა შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი

17 ივნ 202218:42
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილის აზრით სტატუსის მისაღწევად უნდა შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც საკითხზე იმუშავებს.

ზურაბიშვილის თქმით, თუ "კონსტრუქციული ოპოზიცია" სამუშაო ჯგუფის სათავეში იქნება, ეს პარტნიორებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

"რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას, შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ 2022 წლის ბოლომდე წარმატებულად. მგონია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია თუ იქნება ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში ან მთავრობაში, და დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა - თუ ასეთი რამ შეიქმნება ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა, რადგან პასუხისმგებლობა გადანაწილებული იქნება ორივე მხარეზე, რომ მივიღეთ პოზიტიურ შედეგამდე... ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, დრო არ არის ვიღაცის ლანძღვის, საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ სტატუსთან დაკავშირებიტ გადაწყვეტილება თუ პოზიტიური არ იქნებოდა, "ფარდას ახდიდა ყველაფერს". 

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და გარკვეული პირობები, რომლებიც სტატუსის მინიჭებამდე უნდა შეასრულოს. 


close დახურვა