საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა საქართველოს შიდა პოლიტიკასთან და ზოგიერთი ქართველი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, უკრაინელ ლიდერებთან კავშირებთანაა დაკავშირებული.
როგორც ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას.
“ვფიქრობ, ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური ელფერი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკასთან და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. ახლა ჩვენი და ურაინელების ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ცხადია, საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებული პირები, სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და იქ მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.