logo
ENG



ზურაბიშვილი:შეწყალებაზე კონსულტაციები ჩატარდა, მალე ახალ კრიტერიუმებს წარვადგენთ

06 ნოე 201912:18
3 წუთის საკითხავი
 
qp8qy1zsuhh5mk5.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. შესაბამისი კითხვით პრეზიდენტს "ფორმულანიუსის" ჟურნალისტმა მიმართა. კერძოდ, "ფორმულანიუსი" დაინტერესდა იცნობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და ჰქონდა თუ არა, კომუნიკაცია მსჯავრდებულის ოჯახთან. 

ამ შეკითხვამ პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში ის ახალ ბრძანებას გამოსცემს. 

"გპასუხობთ, რაც მამალაძეს ეხება და შეწყალებას რაც ეხება, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო და ეს კონსულტაციები ჩატარდა. გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებს და ახლო მოვალში გამო ახალი კრიტერიუმები", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

 


close დახურვა