logo
ENG



ზურაბიშვილი: ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან მოვიდა, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით

07 მარ 202323:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/07/ojup2aju15z63cc.jpg

არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან, ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი ვალდებულია, პირველ რიგში მე, ასევე მთავრობა, ხელისუფლება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირთან, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპის გამო.


close დახურვა