logo
ENG



ზურაბიშვილი: ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის კანონი - ახია ჩვენზე!

31 მარ 202312:27
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ დროს, როცა საქართველო ბელარუსს გაუფრთხილდა, ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპაციის კანონი დაარღვია.

"როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!" - თქვა პრეზიდენტმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს 21 თებერვალს შეხვდა.

ბელარუსის ლიდერმა ბჟანიას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. თვითონ ლუკაშენკო ოკუპირებულ სოხუმში 2022 წლის 28 სექტემბერს ჩავიდა. 


close დახურვა