logo
ENG



ზურაბიშვილი: მინდა მოვუწოდო ყველას, მოინახოს გამოსავალი

24 ნოე 201910:11
3 წუთის საკითხავი
 
14kqqy954vjuhie.jpg

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საამისო ადგილი პარლამენტია და გამოსავალიც სწორედ იქ უნდა მოინახოს. ზურაბიშვილის თქმით, შესაძლოა, შედეგმა ყველა ვერ დააკმაყოფილოს, თუმცა დაძაბულობის განმუხტვას აუცილებლად მიიჩნევს.

„მინდა მოვუწოდო ყველას, იქ სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც ალბათ ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას, და რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება, ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


close დახურვა