logo
ENG



ზურაბიშვილი: რუსეთთან დაპირისპირება არასწორია - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ადგილს არ დათმობს

12 ნოე 202110:31
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე მონაწილეობა მიიღო. დისკუსიის მიმდინარეობისას, პრეზიდენტმა უპასუხა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის კითხვას, როგორია მისი ხედვა რუსეთთან ურთიერთობაზე.

კითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა თქვა, რომ "რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, თუმცა ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია და არ დათმობს მის ადგილს".

"რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი და რომ არ დათმობს მის ადგილს. დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატების, დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური - არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის. დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონომიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს. ევროპა ერთადერთია, ვისაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს მისი ძალა დღესდღეობით. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში", - თქვა ზურაბიშვილმა. 

[მასალა მომზადებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თარგმანით]


close დახურვა