logo
ENG



ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავ სამძიმარს დედოფლის გარდაცვალების გამო

18 სექ 202216:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/18/k2p36b9ouqpnzva.jpg
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებულ სამეფოს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო.

ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება.

ვფიქრობ, რომ ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


close დახურვა