საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 მაისს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. პირისპირ შეხვედრა ბელვიუს სასახლეში შედგება.
"სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან", - აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.