logo
ENG



ზურაბიშვილი მის მიერვე წარდგენილი მოსამართლის ფიცის დადებას არ დაესწრო

05 აგვ 202120:12
3 წუთის საკითხავი
 

რეალურია თუ არა პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის დაპირისპირება? - სალომე ზურაბიშვილი მის მიერვე წარდგენილი მოსამართლის ფიცის დადებას არ დაესწრო, არდა საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტსაც უნდა მიეღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზურაბიშვილის არყოფნა საპატიო მიზეზით ახსნა, ამ ობიექტურ მიზეზებზე კი ამ დრომდე დუმს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გამო ზურაბიშვილმა მმართველი პარტია ორი დღის წინ გააკრიტიკა. 


close დახურვა