საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსების საქართველოში შემოსვლის საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც.
"პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.
შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს.
თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან 78 742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.