პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოს გამოეხმაურა, სადაც ჩამოთვლილი იყო ის "მხარდამჭერი აქტივობები", რომელიც ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ გაატარა.
"საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლომირ ზელენსკიმ და აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს, ასევე გაიწვიეს ელჩი, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ ჩამოთვალა რა გაუკეთა უკრაინას.
უკრაინის "მხარდამჭერი აქტივობების" სია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნდა. ამ სიაში 6 პუნქტია და ერთ-ერთი ანძის განათებაა. ამასთან, დროშების გადმოფენა პრეზიდენტის სასახლეზე.
"საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.