logo
ENG



ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება

02 მარ 202200:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/f4n2f1aurixlagx.jpg

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ იცის, რატომ ისაუბრა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციებისთვის არ მიღებასთან დაკავშირებით. როგორც მან France24-ს განუცხადა, თვითონ მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა. 

სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა. 

"პირველ რიგში, არ ვიცი რატომ განაცხადა ეს. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ რომ შეგვიძლია ისეთი ზომების მიღება, რომელსაც შესამჩნევი შედეგი ექნება. მაგრამ არ ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის განცხადების გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა. გულწრფელად, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რასაც საქართველოსგან ელოდებიან, ეს სოლიდარობაა და აქაც ამის დემონსტრირებისთვის ჩამოვედი", - თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს, რასაც ხელისუფლება "ქვეყნის ინტერესების" საბაბით ხსნის. გარდა ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.

ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურთ მათ, ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის არგამოცხადებას და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ინდივიდუალურად წასვლის ხელშეშლას. სწორედ ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მოხალისეების ომში წასვლას ხელს არ უშლიან NATO-ს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც საომარ მოქმედებებში ჩართულნი არ არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მორალური უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ხელი შეეშალათ მოხალისეებისთვის.

"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა