საქართველოს პრეზიდენტმა სალობიე დატოვა. მას სალობიეს გამოსასვლელთან დახვდნენ „სირცხვილიას“ აქტივისტები, რომელებიც „მონას“ და „ჭამის დროა ახლა“ სკანდირებდნენ.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პრეზიდენტის ფოტო დადო, სადაც სალომე ზურაბიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდ გარემოში ვახშმობს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს და მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ.