logo
ENG



ზურაბიშვილმა ყოველგვარი ლეგიტიმაცია გამოაცალა პრეზიდენტის ინსტიტუტს - ოპოზიცია

23 ნოე 201917:17
3 წუთის საკითხავი
 
1ga5e49drs54j0a.jpg

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საპატრიარქო, ოჯახისა და საზოგადოების მოტყუებას აპირებს. ამის შესახებ მან ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მანამდე დეკანოზის ძმამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სინოდის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გადაუგზავნიათ, რადგან პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი წინააღმდეგია. შეწყალება არ იქნება, არც სხვა პატიმრების მიმართ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით არ გამოსცემს. ეს იმ ფონზე, როცა ადმინისტრაციაში ასობით პატიმრის განცხადება განხილვას ელოდება. 

რაც შეეხება პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლობას, ზურაბიშვილი მოუწოდებენ, რაც შეძლება სწრაფად დაკომპლექტდეს შეწყალების კომისია პარლამენტში და მალევე მოხდეს შესაბამისი კრიტერიუმების დადგება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულების შეწყალება მოხდება. 

"უნდა ვატაროთ ეს გარკვეული ტვირთი პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახით. ვფიქრობ, რომ სანამ პრეზიდენტია ჯობია ხელი არაფერს მოაწეროს ზოგადად. მისი წარსულის ქმედებები კი უნდა შეისწავლოს პროკურატურამ და დადგინდეს, რა კრიტერიუმით შეიწყალა მარიამობის დღესასწაულზე პატიმრები. როგორც პრეზიდენტი თუ ნაკლებს ილაპარაკებს და გააკეთებს, მხოლოდ სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის",-აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ რომ სალომე ზურაბიშვილმა მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველგვარი ლეგიტიმაცია გამოაცალა. მასთან ერთად ახლა "ქართული ოცნება" ახალ მეთოდების ძიებაშია.

"ზურაბიშვილმა ყოველგვარი ლეგიტიმაცია გამოაცალა პრეზიდენტის ინსტიტუტს, მათ შორის შეწყალების მომენტში, ამ ძალიან ჰუმანური  აქტის მომენტში. გასაგებია, რომ წინა სკანდალიც, რას იყო კორუფციული გარიგება, რაც არ გამოიძია პროკურატურამ, ასევე გაუგებარი ძებნილებისა და მკლელების შეწყალება,ა ხლა ოცნებას უნდა ზურაბიშვილთან ერთად ისე დაატრიალოს, თითქოს ახალი მეთოდები დახვეწონ, რაც სრული აბსურდია",-განმარტავს ხატია დეკანოიძე. 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ქმედება შესაძლოა ცუდი არც იყოს, რადგან მისი წარსული გამოცდილება არც ისე სანდოა. 

"გარკვეულწილად შეიძლება რც ისე ცუდი იყოს, რადგან ადრე რა შეწყალებას ჰქონდა, სულ სკანდალებში გაეხვია. ხან მკვლელები შეიწყალა, ხან ტერორისტებს და ხან ვინ. ახლა ეტყობა არ იცის რა ქნას და ელოდება ინსტრუქციას ზემოდან, ანუ ივანიშვილისგან. პრინციპში, ეს მისი პრეზიდენტობის ლოგიკური გაგრძელებაცაა, ასეთ უთავბოლო რაღაც იმაში რომ გაეხვა",- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.


close დახურვა