საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა "ვერ მოხერხდა".
ამის შესახებ მან კომენტარი სამთავრობო მედიებს მისცა:
"პატრიარქთან ნებისმიერ დროს შეხვედრა ვერ მოხერხდა. თხოვნა იყო დღეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. უშუალოდ ამ პროცესში არ ვიყავი მე თვითონ ჩართული. მიზეზი არ ვიცი", - თქვა მან იმედთან.
ფორმულა დამატებითი დეტალების გასარკვევად ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.