logo
ENG



ზურაბ გუმბარიძე: საზოგადოების ინფორმირებულობა არის სიკეთე, რომელსაც ჩვენ გვინდა ვემსახუროთ

20 ნოე 201923:58
3 წუთის საკითხავი
 
4uv2gsbzkkkhqpf.jpg

ზურა გუმბარიძის თქმით, პასუხისმგებლიანი მედია უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირებას - სწორედ ამიტომ გაფორმდა ეს უპრეცედენტო ხელშეკრულება ტელეკომპანია „ფორმულასა“ და კვლევით ორგანიზაცია „ედისონ რისერჩს“ შორის. მომავალი თანამშრომლობის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა.

ფორმულასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ არხი ახალი დაფუძნებულია და მრავალი მიმართულებით შეიძლება თანხების მიმართვა. ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო „ედისონ რისერჩთან“ თანამშრომლობა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული მედიაბაზრისთვის. იმიტომ, რომ ასეთი ურთიერთობა პასუხისმგებლიან მედიასა და ავტორიტეტულ კვლევით კომპანიას შორის არ არსებულა აქამდე. იყო ეგზიტპოლების შემთხვევები, თუმცა ასეთი გრძელვადიანი თანამშრომლობა პირველია. მნიშვნელოვანია, რადგან მედიის როლია საზოგადოების ინფორმირება და პასუხისმგებლიანი მედია ამისთვის იქმნება. საზოგადოების ინფორმირებულობა არის სიკეთე, რომელსაც ჩვენ გვინდა, ვემსახუროთ. თუ ამომრჩეველს ექნება საშუალება, მიიღოს ინფორმირებული არჩევანი, ეს ბევრ პოლიტიკურ პროცესს წაადგება,“ - ამბობს ზურა გუმბარიძე.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩს“ შორის ერთწლიანი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს, 20 ნოემბერს გაფორმდა.

  


close დახურვა