logo
ENG



ზურაბ მახარაძე: ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს

31 იან 202410:35
3 წუთის საკითხავი
 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრის, ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრორუსული ალტ-ინფოს წევრი, ზურაბ მახარაძე ავრცელებს.

"ბექა ვარდოსანიძის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს", - წერს მახარაძე Facebook-ზე.

არსებული ცნობების მიხედვით, სამართალდამცავებმა სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს, ხოლო ბექა ვარდოსანიძეს დაკითხვაზე სუს-ში გადაიყვანეს.

მისი ადვოკატის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარეობს.

დეტალებს ფორმულა შსს-სთან არკვევს.


close დახურვა