logo

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ვირუსის გავრცელება მოხდება პასუხისმგებლობა საპატრიარქოს უნდა დაეკისროს

clock 03 აპრ 202022:56

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საპატრიარქოს მიერ, აღდგომის ბრიწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით არშეცვლილ წესზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეეძლებათ ტაძარში მივიდნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომ უკვე ზიარება მიიღონ.

ჯაფარიძის განცხადებით, თუ ვირუსის გავრცელება მოხდება პასუხისმგებლობა საპატრიარქოს უნდა დაეკისროს. მისივე თქმით, პანდემიის დროს ბევრი ხალხის თავშეყრა და შემდეგ ერთი კოვზიდან ზიარება, ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

„კარგია, რომ ხელისუფლება სპეცრაზმით არ ვარდება ეკლესიებში. თუ მართლა მოხდა ვირუსის აფეთქება პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში საპატრიარქოსი იქნება. მე პასუხისმგებლობას მათ დავაკისრებდი. სრული სიგიჟეა ეხლა ერთი კოვზით ზიარება და რელიგიური რიტუალების დაცვა, მაშინ როცა ასეთ საფრთხეზეა საუბარი. ადამიანებს რწმენის გამო ათასი სიგიჟეები უკეთებიათ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება ეკლესიაში სპეცრაზმით უნდა შევარდეს, თუ ვინმე ასე ფიქრობს ჩემი აზრით ის გიჟია. ვფიქრობ, რომ რაღაც წესს რომ დაადგენ ეს წესი ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა