logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, მან უარი თქვა

20 ნოე 202517:14
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/20/s3uzrhaic7ifo8r.png

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა, მან თქვა, რომ რეჟიმთან არ თანამშრომლობს და უარი განაცხადა.

"ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე.

სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.

დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა", - ვკითხულობთ მის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.


close დახურვა