logo
ENG



ზურა ჯაფარიძე გირჩის სხვა ლიდერებს არ ელოდება და მანდატს უკვე აუქმებს

17 დეკ 202016:20
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე მანდატზე ოფიციალურად უარს ამბობს.

მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, რომლებსაც პარტიული სია ჯერ კიდევ არ გაუუქმებიათ და მანდატებზე უარის თქმასაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გეგმავენ, ჯაფარიძემ პარლამენტს მოპოვებული საპარლამენტო მანდატის გაუქმებაზე ოფიციალურად უკვე მიმართა. 

როგორც პარლამენტში მისული ჯაფარიძე ამბობს, გირჩის სხვა წევრებს სავარაუდოდ პარლამენტში შესვლის იმედი აქვთ და მანდატებზეც უარს ალბათ ამ მიზეზით არ ამბობენ. 

"მათ უბრალოდ სხვა გზა აქვთ არჩეული. მე რაც მათი საჯარო განცხადებები მოვისმინე, მათი დამოკიდებულება არის ასეთი: თუ არსებობს რამე პატარა შანსი მაინც იმისა, რომ პარლამენტში შევიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჯამში 113 დეპუტატი, მათ არ უნდათ ამ შანსზე უარის თქმა და ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ პარლამენტში შევლენ. ასეთი შანსი შეიძლება არსებობდეს, კიდევ ბევრი თვის განმავლობაში კი არადა, უსასრულოდ. ამიტომ, მე ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მივიღე", - ამბობს ჯაფარიძე. 

საპარლამენტო მანდატის მქონე გირჩის სხვა ლიდერები, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი, კი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებენ მანამ, სანამ, მათი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს და პარლამენტში მათთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდნენ. სხვა შემთხვევაში, გირჩის ლიდერების თქმით, ისინი მანდატებს სხვა პარტიების მსგავსად გააუქმებენ. 

ამ დროისთვის, გირჩის სამი ლიდერის გარდა, საპარლამენტო მანდატს ინარჩუნებს მოქალაქეების ორი და პატრიოტთა ალიანსის 4 დეპუტატი. 

დანარჩენი პარტიებიის სიით არჩეული დეპუტატები უკვე წერენ განცხადებებს მანდატის ოფიციალურად გაუქმების შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  15 დეკემბერს დააკმაყოფილა ენმ - ძალა ერთობაშიასევროპული საქართველოსლელოსსტრატეგია აღმაშენებლისა და ლეიბორისტული პარტიის მიმართვები და მათი სიები უკვე გააუქმა. 


close დახურვა