თავდასხმას სომალის დედაქალაქში 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოგადიშუში, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საგუშაგოსთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაშავებულია ათობით ადამიანი.
ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან დაშავებულის ნაწილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაჰყავთ. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. ეს ბოლო პერიოდში სომალიში მოწყობილი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა, თუმცა მასზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.