ორ დღეში მეორე თავდასხმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ჯერ გარდაბნის საკრებულოს წევრების ცემის საქმეზეც კი არ დაუკავებიათ დამნაშავეები, დღეს კი დმანისის ყოფილ მერს ესროლეს. ნაციონალური მოძრაობა ამ ორ ფაქტს, ისევე როგორც სხვა არაერთ შემთხვევას "წინასაარჩევნო ძალადობის ნაწილად" განიხილავს. გიორგი ტატუნაშვილს მოძრავი ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ოპოზიციური პარტია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.